info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

აბიტურიენტთათვის

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლე:

1. საზღვაო აკადემიაში ბაკალავრიატის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის გამოცდაზე უნდა ჩააბარონ მხოლოდ ინგლისური ენა;

2. საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზღვაო ნავიგაცია“ ინგლისური ენის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 30%+1 ქულა;

3. აბიტურიენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაირიცხონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩაატარონ სამი საგანი:

საგანმანათლებლო პროგრამა

სტატუსი

ეეგ-ზე ჩასაბარებელი საგნები

  1.  

საზღვაო ნავიგაცია

აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ინგლისური ენა (30%+1 ქულაზე მეტი);
  • მათემატიკა
  1.  

გემის მექანიკა

აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ინგლისური ენა;
  • მათემატიკა
  1.  

გემის ელექტრომექანიკა

აკრედიტებული

  1.  

ნავსადგურებისა და სატრანსპორტო ტერმინალების ექსპლუატაცია

აკრედიტებული

  1.  

ბიზნესის ადმინისტრირება

(კონცენტრირებული:

ლოჯისტიკა;

ტურიზმის მენეჯმენტი; ნავსადგურის მენეჯმენტი)

აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ინგლისური ენა;
  • მათემატიკა ან/და ისტორია
  1.  

ფინანსები - საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე

აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ინგლისური ენა;
  • მათემატიკა
  1.  

ეკონომიკა - ტრანსპორტის ეკონომიკა

 

  1.  

საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა

ავტორიზებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ინგლისური ენა;
  • მათემატიკა ან/და ისტორია
  1.  

მენეჯმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტი

ავტორიზებული

  1.  

ქართული ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

აკრედიტებული

  • ზოგადი უნარები

შენიშვნა: სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს.

 

4. აბიტურიენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაირიცხონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე : „საზღვაო ნავიგაცია“, „გემის მექანიკა“, „გემის ელექტრომექანიკა“ ვალდებული არიან გაიარონ სპეციალური სამედიცინო შემოწმება (ფორმა № IV-100/ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებულ სამედიცინო ცენტრებში;

5. საზღვაო აკადემიაში ჩარიცხული ყველა სტუდენტი ვალდებულია სტუდენტობის პერიოდში ატაროს საზღვაო აკადემიის სენატის მიერ დადგენილი უნიფორმა;

6. საზღვაო აკადემიაში ბაკალავრიატის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია  2250 ლარი (1125 ლარი ყოველ სემესტრში).

 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანესი, პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

საზღვაო აკადემია სთავაზობს სტუდენტებს განათლების მიღების შესაძლებლობას საზღვაო ინდუსტრიის ფართო სპექტრში. აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ სამეთაურო თანამდებობები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში, საზღვაო კრუინგულ კომპანიებში და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სამსახურებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებასთან, კონტროლთან და მართვასთან.

აკადემია ხელს უწყობს საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში განლაგებული სხვადასხვა საზღვაო დაწესებულების განვითარებას. ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურებთან და სუფსის ტერმინალთან ახლომდებარეობა კარგ პირობებს უქმნის აკადემიის სტუდენტებს მიიღონ სრულფასოვანი სასწავლო პრაქტიკა ხსენებული ნავსადგურების ბაზაზე, ამავე დროს აკადემია უზრუნველყოფს მათ კვალიფიცირებული კადრებით.

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია ცდილობს შეუქმნას სტუდენტებს ისეთი პირობები, რომელიც აუცილებელია მათთვის საგანმანათლებლო პროგრამებში დასახული ცოდნისა და უნარჩვევების ასათვისებლად. ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტისათვის საბოლოო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამა, არამედ სრულფასოვანი სასწავლო გარემო და საცხოვრებელი პირობები. სტუდენტური თვითმმართველობა ეხმარება პირველკურსელებს ახალ პირობებთან ადაპტირებაში, უფროსკურსელებთან და აკადემიური პერსონალთან დაახლოებაში, აკადემიის სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირებაში.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სტუდენტებს საუკეთესო პირობებს უქმნის, რათა ისინი ხარისხიან განათლებას და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლონ. ამ ცოდნისა და უნარების შეძენის შედეგად სტუდენტს  გარანტირებული აქვს წარმატებული კარიერა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

განათლების მიღება აკადემიაში შეიძლება ორ ფაკულტეტზე:

საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი;

  • საზღვაო ნავიგაცია
  • გემის მექანიკა
  • გემის ელექტრომექანიკა
  • ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია

 

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (კონცენტრირებული:საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა; ნავსადგურების მენეჯმენტი;  ტურიზმი-საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი);
  • საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა;
  • ნავსადგურების მენეჯმენტი;
  • ფინანსები-საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე;
  • ეკონომიკა - ტრანსპორტის ეკონომიკა;

 

ყველა გამოცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე (გარდა გამოცდისა ინგლისურ ენაში) ტარდება მხოლოდ ქართულ ენაზე.

გამონაკლისი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ კვლავ შეეძლებათ გამოცდა მათემატიკაში და ისტორიაში ჩააბარონ რუსულ ენაზე.

სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილება არ შეეხება ქართული ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს. მათ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ სურვილისამებრ ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ, ან რუსულ ენებზე.

 


« უკან